ექსპერიმენტულმა სცენამ ,,ქვრივთა მანუგეშებელს“ უმასპინძლა

kkpress.ge- ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი


დღეს რუსთავის თეატრის ექსპერიმენტულმა სცენამ რეჟისორ სანდრო სანდომისაშვილის სპექტაკლს უმასპინძლა. დამოუკიდებელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა მაყურებელს  ,,ქვირივთა მანუგეშებელი" წარუდგინა.

ახალგაზრდა მსახიობებმა, ერთნაირი ბედის და მორალის ქვრივი ქალები და მათი მდგომარეობით მოსარგებლე მამაკაცები განასახიერეს. კითხვაზე რისი თქმა სურდა საზოგადოებისთვის ამ სპექტაკლით, სანდრო სანდომისაშვილი პასუხობს, რომ წარადგინა ფარსის და კომედიის ჟანრის ერთობლიობა, რომელსაც მაყურებელი სულიერების და ღირებულებების შესახებ უნდა დაეფიქრებინა.

,, საზოგადოების მოთხოვნა უნდა გაიზარდოს სულიერების მიმართ. სამწუხაროდ დამოკიდებულებები ღირებულებების მიმართ არის ზედაპირული. სწორედ, ამიტომაც სპექტაკლის ყველა გმირი არის დამნაშავე, მათთვის მხოლოდ მატერიალურია მნიშვნელოვანი",- საუბრობდა სანდომისაშვილი.

აცხადებდა, რომ მას და მის შემოქმედებით ჯგუფს სპექტაკლის საზოგადოებისთვის წარდგენაში რუსთავის თეატრი და მერია დაეხმარა.

სპექტაკლი დადებითად შეაფასა პიესის მთარგმნელმა, პოეტმა თამაზ მეტრეველმა. მსახიობების შესრულების კუთხით კი გამოარჩია მთავარი გმირის როლის შემსრულებლის ოსტატობა.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments