მერაბ თოფჩიშვილი მარნეულის გამგებლობის კანდიდატად რჩება

კოალიცია „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი მარნეულის რაიონში, მერაბ თოფჩიშვილი თვეზე მეტია საარჩევნო კამპანიას ეწევა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების სამზადისი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, კოალიციამ საკუთარ კანდიდატს კანდიდატურის მოხსნის თხოვნით მიმართა. გადაწყვეტილება ეთნიკური ნიშნით შესაძლო პროვოკაციებით ახსნა.

თხოვნა დაგვიანებული აღმოჩნდა სამართლებრივად და მერაბ თოფჩიშვილი რჩება მარნეულის რაიონის „ოცნების“ გამგებლობის კანდიდატად.
რაიონში ამომრჩევლების ნაწილი აცხადებეს, რომ კოალიციას არ აქვს უფლება ამომრჩევლებს არჩევანის უფლება წაართვას. თოფჩიშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ.

„ ბატონ მერაბს ეთნიკურად, როგორც ქართველებით ასევე აზერბაიჯანლებით დასახლებული სოფლები უჭერენ მხარს. როგორც კლდე ისე დგანან მის გვერდით და ძალიან ღელავენ იმის გამო, რაც ხდება. 9 თვე იყო გამგებელი და რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა რაიონისთვის. ხვალ ის გახდება მარნეულის არჩეული გამგებელი“, - საუბრობს, მარნეულელი მაგამედ მაგამედოვი.

თოფჩიშვილის მხარდასაჭერად გუშინ და დღეს მარნეულის ქუჩებში ავტომობილების კოლონები მოძრაობენ.

„ დაახლოებით 250 ავტომობილი გამოვიდა გუშინ თოფჩიშვილის მხარდასაჭერად და დღესაც ასე ქინება. მისი გვარი იქნება გამგებლობის კანდიდატების სიაში და ამომრჩევლებს გვექნება საშუალება მივცეთ ხმა. რაც შეეხება, კოალიციის თხოვნას, რომ მან მოხსნას კანდიდატურა - ვერ ვიგებთ, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ძალიან საწყენი იყო ჩვენთვის“, - აცხადებს ადგილობრივი, თოფჩიშვილის მხარდამჭერი ქამრან მამედოვი.



მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments