გარდაბნის გამგეობის წინ არსებული სკვერის რეაბილიტაცია 37 990 ლარი ჯდება - 29 ივლისი 2014

KKPRESS.GE

გარდაბანში  გამგეობის ადმინისტრაციული შენობის წინ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

„ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ სამუშაოებს შ.პ.ს. " გიმანის" საპროექტო გეგმის მიხედვით ტენდერში გამარჯვებული კომპანია ინდმეწარმე "ოლეგი ქარსელაძე" აწარმოებს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის ჯამური ღირებულება 37,990 ლარს შეადგენს", - აცხადებენ გარდაბნის თვითმმართველობაში.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments

Anonymous said…
это конечно очень хорошо. когда мы вчера от имени удицы набережная хотели дать заявление для освишения улицы то сразу говорят буджет пуст :(
მადლობა ინფორმაციისთვის. ჩვენ დავინტერესდებით აღნიშნული საკითხით.