„ბორჩალო“ ქართულ მედიას პრესკონფერენციით პასუხობს - 11 აგვისტო 2014

KKPRESS.GE

დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ბორჩალო" - პრესკონფერენცია მოაწყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ზელიმხან მამედლის განცახდებით ხდება მათი დისკრედიტაცია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ქართული მედია საშუალება წერდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის საფეხბურთო გუნდების 7 აგვისტოს დაგეგმილ მატჩზე პროვოკაცია - „ბორჩალოს" მაისურებით იგეგმება.

„ მატჩზე არც ერთი ჩვენი მაისური არ იყო და ამ ინფორმაციის გამავრცელებლებს და საზოგადოებას შემიძლია ვუთხრა, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიზანია მხოლოდ ხალხთა დაახლოება და საქართველოსა და აზერბაიჯანში დემოკრატიული მოძრაობების ხელშეწყობა", - საუბრობდა, ზელიმხან მამედლი.


კითხვაზე, რატომ ჰქვია მათ ორანიზციას ბორჩალო და რას ნიშნავს ეს, პასუხობს:
„ ბორჩალო არის ქვემო ქართლის ისტორიული სახელწოდება. ასე მღეროდა აშური (მომღერალი) თავის სიმღერაში. ჩვენ ამ სახელწოდების დარქმევით არ ვითხოვთ, რა თქმა უნდა, ამ სახელის დაბრუნებას.

ჩვენი ორგანიზაცია ატარებს კულტურის სფეროს ღონისძიებებს. ყოველ წელს 26 ივლისს ტარდება სახალხო ზეიმი „ ელათი", რაზეც სამწუხაროდ არასწორი განმარტებები დაიწერა მედიაში", - დასძენს მამედლი.

აღნიშნული ღონისძიების შესახებ, რაც ასევე მითითებულია ბორჩალოს მაისურზე, ქართული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ 1989 წლის 26 ივლისს პირველად გაჟღერდა, რომ ბორჩალო აზერბაიჯანია და სწორედ, ამიტომ არის ეს თარიღი მაისურზე მითითებული.  

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხაზგასმით აცხადებს, რომ ქვემო ქართლისთვის ბორჩალოს სახელის დაბრუნებას არ ითხობს, მაგრამ საუბრის ბოლოს ამბობს, რომ აუცილებელია ისტორიული სახელწოდებების შენარჩუნება.

„ახლა ნამდვილად არ ხდება ასე, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს 1992 წლიდან ხდებოდ სოფლების ისტორიული სახელწოდებების შეცვლა. მაგალითად, დმანისის 31 სოფელს სახელი შეუცვალეს. ჩემი აზრით, ასეთი რამ კეთდებოდა ერებს შორის შუღლის ჩამოსაგდებად - რაც, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და მთელი ჩვენი საქმიანობა ერების დაახლოებას და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება", - აცხადებს „ბორჩალოს" ხელძღვანელი, ზელიმხან მამედლი.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments