ბოლნისის საკრებულომ მოქალაქეებთან საუბრის რეგლამენტად 15-20 წუთი განსაზღვრა - 02 აგვისტო 2014

KKPRESS.GE

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის №125 ბრძანებით განისაზღვრა მოქალაქეთან მიღების დღეები და მათთან საუბრის რეგლამენტი. ბრძანებაში, რომელიც განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს თანამდებობის პირების მოქალაქეთა მიღების რეგულაციას ვკითხულობთ:

„ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოქალაქეთა მიღება განხორციელდეს ყოველკვირა და მიღების დღედ განისაზღვროს კვირის სამშაბათი დღე. მიღების საათები განისაზღვროს დილის 11 საათიდან დღის 17 საათამდე.მ ოქალაქეთა მიღებისათვის განკუთვნილი დროის რეგლამენტი განისაზღვროს 20 წუთით. ფრაქციათა და კომისიის თავმჯდომარეთა მიერ მოქალაქეთა მიღება განხორცილდეს თვეში ორჯერ და მიღების დღედ განისაზღვროს კვირის ხუთშაბათი დღე. მოქალაქეთა მიღებისათვის განკუთვნილი დროის რეგლამენტი განისაზღვროს 15 წუთით" - ვკითხულობთ ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარის №125 ბრძანებაში.


შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობებში მიღებაზე სხვადასხვა პრობლემის მქონე მოქალაქეები მიდიან. მათ შორის სამედიცინო საჭიროების მქონე ადამიანები.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments