მარნეულში ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს - 30 ივლისი 2014

KKPRESS.GE

მანეულის ჩაის სახლში, დღეს სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილს მასპინძლობდნენ.
„ დღევანდელი შეხვედრები ორგანიზებულია  მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის და ნატოს საინფორმაციო ცენტრის მიერ. შეხვედრის მიზანს წარმადგენს მონაწილეების და ზოგადად საზოგადოების ინფორმირება ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე.
იმართება ორი შეხვედრა: ერთი მინისტრის ახალგაზრდებთან და მეორე ასევე მინისტრის ბ-ნ ალექსი პეტრიაშვილის ადგილობრივ მთავრობასთან, არასამათავრობო ორგანიზაციებთა და მედიის წარმომადგენლებთან", - საუბრობდა მარნეულის ჩაის სახლის პროექტების ხელმძღვანელი, ემინ ახმედოვი.

ორივე შეხვედრაზე ასოცირების თითქმის ყველა ძირითად მიმართულებაზე დაისვა კითხვები. ახალგაზრდები იტერესდებოდნენ უცხოეთში სწავლების პერსპექტივით, შეხვედრის მონაწილეთა ნაწილი სვამდა კითხვებს, რომელიც რეგიონის საზოგადოებაში აქტიურად ისმის.

პეტრიაშვილის განცხადებით სამცხე-ჯავახეთში და ამჯერად მარნეულშიც დაისვა კითხვა შეიცვლება, თუ არა უვიზო მიმოსვლა საქართველოს-აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მისი განმარტებით მსგავსი, რამ არ მოხდება და მეტიც, რადგან  აღნიშნული  სამივე ქვეყანა ჩართულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში - სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები უფრო გაღრმავდება.

მინისტრი ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით აცხადებდა, რომ ევროპასთან ინტეგრაცია დადებითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე და ყველა იმ სფეროზე, რომელიც მოქალაქეების ცხოვრებოს დონეს განსაზღვრავს.

პ.ს შეხვედრების ფოტორეპორტაჟი იხილეთ ბმულზე.... 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments