რუსთავის საკრებულოს „ნაციონალი“ წევრები მერიას კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ + (ვიდეო)

KKPRESS.GE

დღეს, რუსთავის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გასაუქმებელი მუნიციპალიტეტებიდან დათხოვილი თანამშრომლების საკითხზე გაიმართა. სხდომა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელის კახა გურგენიძის ინიციატივით შედგა და საკრებულოს წინაშე განმარტებები ქალაქის მერმა გააკეთა.

რუსთავის მერი, დავით ჯიქია აცხადებდა, რომ მას არ სურდა, მუნიციპალიტეტებში მომუშავე პირთა გათავისუფლება და ამიტომ სთავაზობდა დაეწერათ განცხადება დაკავებული თანამდებობიდან წასვლის და სხვა პოზიციაზე დანიშნვის. დასძენდა, რომ ყველა ვინც დაწერა მსგავსი შინაარსის განცხადება, უკვე დასაქმდა მერიის სხვადასხვა სამსახურში.

„ მხოლოდ 13-მა თანამშრომელმა საკუთარი სურვილით თქვა უარი სხვა პოზიციაზე გადასვლის და შესაბამისად, მოგვიწია ამ ადამიანებთან თანამშრომლობის დასრულება", - აცხადებდა ჯიქია.

მისი ოპონენეტი საკრებულოს ხდომაზე კახა გურგენიძე იყო, რომელმაც მცირე ძალისხმევითაც მოახერხა, როგორც მერის, ასევე საკრებულოს წევრების ნაწილის მდგომარეობიდან გამოყვანა - სხდომა ხმამაღალი კამათის და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.

გურგენიძე აცხადებდა, რომ მერია სამართლებრივ ნორმებს არ იცავს და სამსახურიდან ლიკვიდაციის მოტივით უშვებს ადამიანებს, როდესაც ლიკვიდაციის და რეორგანიზაციის აქტი არც აქვს მიღებული.  დასძენდა, რომ გათავისუფლებულმა თანამშრომლება არ მოაწერეს ხელი, მერიის იურისტის დაწერილ განცხადებას, რადგან ჰქონდათ ეჭვი, რომ მათი სხვა სამსახურში გადაყვანა არ მოხდებოდა. „ ეს ადამიანები აპირებენ სამართლებრივ დავას მერიასთან და ჩვენ მათ ცხადია, დავეხმარებით", - აცხადებდა, გურგენიძე.

მერიის იურისტის ნათია შელეგიას განცხადებით კი მათ არ ევალებათ ლიკვიდაციის გამოცხადება - ერთადერთი, რასაც თვითმმართველობის ახალი კოდექსი ავალებთ ეს მუნიციპალიტეტების გაუქმებაა.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments