რუსთავის ბიუჯეტში ცვლილებებია

KKPRESS.GE

დღეს, რუსთავის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მოხსენება გააკეთა. სამსახურის ხელმძღვანელის, კონსტანტინე მეტონიძის განცხადებით შემოსავლების გეგმა გაიზარდა - ასევე, დამატებითი თანხები გაჩნდა ტენდერების შედეგად მიღებული ეკონომიებით.

„  120 ათასით გაიზარდა  შემოსავლის გეგმა მიწის გაყიდვით. ასევე, თანახები დარჩა ტენდერების შედეგად მიღებული ეკონომიებით, როგორც გზების რეაბილიტაციიდან აგრეთვე გარე განათების ტენდერებიდან. 150 ათასი ლარი კი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების წყლის გადასახადის პროგრამიდან დარჩენილი თანხა. აღნიშნული ეკონომია გამოიწვია, როგორც მათთვის წყლის მრიცხველების დაყენებამ - სოციალურად დაუცველთა რიცხვის შემცირებამაც", - საუბრობს, მეტონიძე.

აღნიშნული გამონთავისუფლებული თანხები გადანაწილდა თვითმმართველობის სხვადასხვა ააიპ-ებსა და პროგრამებზე.

ასევე, ახალი თვითმმართველობის კოდექსით მერიის გაზრდილი უფლებამოსილებების შედეგად - ბიუჯეტის თანხების ნაწილი, წარმომადგენლებითი ორგანოს საქონელი და მომსახურების მუხლიდან გადავიდა, აღმასრულებელი ორგანოს იმავე მუხლში. თანხამ 1 018.3 ათ. ლარი შეადგინა.

დღეისთვის რუსთავის 2014 წლის  ბიუჯეტი  44 539.9 ათ. ლარია.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments