რუსთავქალაქობა რუსთავის ბიუჯეტს 100 000 ლარამდე დაუჯდება

KKPRESS.GE

რუსთავის მუნიციპალიტეტი რუსთავქალაქობისთვის სამზადიის იწყებს. თვითმმართველობამ რუსთავქალაქობის ღონისძიებების ორგანიზებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 100 000 ლარია.

ღონისძიებები 11-12 ოქტომბერს ჩატარდება. ტენედერში გამარჯვებულ კომპანიას ევალება აღნიშნულ თანხაში უზრუნველყოს შემდეგი მომსახურება: ანიმაციური ფილმების გმირების მუშაობა - სავარუდოდ რუსთავის მერიის წინ მოედანზე; DJ მიერ ელექტრონული მუსიკის საღამოს გამართვა; კონცერტზე ორი ანსამბლის მოწვევა, რომლებიც საერთო ჯამში 20-მდე სიმღერას შეასრულებენ; განათების და გახმოვანების აპარატურით ღონისძიებების უზრუნველყოფა; ფოიერვერკი 10 წუთიანი; საქართველოს 100 და რუსთავის გერბიანი 50 ცალი ტარიანი დროშის შეძენა; მოსაწვევების, სიგელების ბეჭდვა და 50 საჩუქრის შეძენა. ასევე, შემსყიდველმა 4 ბიო საპირფარეშო უნდა განათავსოს მერიის წინ მოედანზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რუსთავის საკრებულოს 17 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას რჩევები მისცეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. მათ განაცხადეს, რომ თანხების დაზოგვას და  მოსახლეობის ღონისძიებებით უკმაყოფილოდ დარჩენას - სჯობს ამ მიმართულებით ეკონომია არ გაკეთდეს. აღნიშნულ სხდომაზევე ითქვა, რომ რუსთავქალაქობის ღონისძიებაზე ფოიერვერკის, სავარაუდო ღირებულება 15 000 ლარი იქნება.

სატენდერო დოკუმენტაციაში შემსყიდველის მიერ შესასრულებელ არც ერთ შესყიდვაზე (მომსახურებაზე) თანხა არ არის მითითებული - მათ შორის არ ფოიერვერკით ღირებულება.  


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments