2013 წელს, დაანონსებულ რუსთავი-მარნეულის გზის მშენებლობის საკითხზე, ჯერ საპროექტო სამუშაოებიც არ დასრულებულა - 16 სექტემბერი 2014

KKPRESS.GE

რუსთავი-მარნეულის დამაკავშირებელი უმოკლესი 19 კილომეტრიანი გზის მშენებლობის შესახებ საუბარო გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. 2013 წლის 22 ოქტომბერს მარნეულის სოფელ ალგეთში ჩასული რუსთავის მაჟორიტარი, ზვიად ძიძიგური ადგილობრივ თანამდებობის პირებს და მოსახლეობას უხსნიდა, რომ მთავრობა მზადაა 2014 წელს დააფინანსოს რუსთავი-მარნეულის გზის მშენებლობა.
აღნიშნული განცხადების შემდეგ, რომელიც თითქმის ერთი წლის წინ გაკეთდა „ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE" ცდილობს საკითხის მიმდინარეობს თვალყური ადევნოს.

ამა წლის 3 ივლისს, რუსთავი-მარნეულის ახალი გზის შესახებ რეგიონული განვითარების სამინისტროში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული უმოკლესი - 19 კილომეტრიანი გზის დაპროექტის სამუშაოები მაქსიმუმ აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება. უწყებაში გვიხსნიდნენ, რომ პროექტის მომზადების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი და გაირკვევა, რომელი კომპანია ჩაატარებს სამუშაოებს. სამინისტროს განმარტებით სწორედ, ტენდერის შემდეგ გახდება ცნობილი რა დაჯდება ახალი გზა და როდის დასრულდება მისი მშენებლობა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან მორიგი კომუნიკაციის შემდეგ, უკვე დღეს გვიხსნიან, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთის საპროექტო სამუშაობი არ დასრულებულა და ვერ შეძლებენ დაკონკრეტებას, როდის დასრულდება. აცხადებენ, რომ რუსთავი-მარნეულის აღნიშნული გზა არ არის გზების დეპარტამენტის ბალანსზე და პროექტის მომზადების შემდეგ, მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას მისი დაფინანსების შესახებ.





kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments