რუსთავში საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების განხორციელებისთვის ხარჯები განსაზღვრეს - 22 აგვისტო 2014

KKPRESS.GE

რუსთავის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები განსაზღვრა. საკრებულომ მხარი დაუჭირა განკარგულების პროექტს, რომლის თანახმადაც უფლებამოსილების განხორციელებისთვის ანაზღაურებას საკრებულოს ყველა წევრი მიიღებს - მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. 

ანაზღაურება გაიცემა საკრებულოს წევრებზე სხდომებზე/ბიუროებზე მონაწილეობისთვის, ამომრჩეველთა შეხვედრებისთვის და საკრებულოს თავამჯდომარის დავალებების შესრულებისთვის. ეს უკანასკნელი საქმიანობა, ცხადია არ ვრცელდება თავად საკრებულოს თავმჯდომარეზე და ის დამატებით ანაზღაურებას, მხოლოდ ამომრჩეველთან შეხვედრებისთვის და სხდომებზე/ ბიუროებზე მონაწილეობისთვის იღებს.


„ ამ შემთხვევაში მოხდა უფლებამოსილების შესრულებისთვის არსებული ხარჯების გათანაბრება - ყველა წევრი ერთნაირ ანაზღაურებას იღებს. 

რაც შეეხება თქვენ კითხვას, მართალია საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეც იღებს ანაზღაურებას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს თანხები განკუთვნილია ამ პოზიციის ადამიანებისთვის - რადგან ისინი არიან მაჟორიტარებიც და აქვთ ამომრჩეველთან შეხვედრის და სხვა ვალდებულებები", - აცხადებს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა შავაძე. გვიხსნის, რომ წინა მოწვევის საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს უფლებამოსილების განხორციელებისთვის, დღეს განსაზღვრულ თანხაზე - მეტი ჰქონდათ. 

საკრებულოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილების განხორციელებისთვის, საკრებულოს წევრებზე თანხები შემდეგი ოდენობით გაიცემა: ამომრჩეველთან შეხვედრებისთვის - 150 ლარი, სხდომებზე/ ბიუროებზე/კომისებში მონაწილეობისთვის - 200 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის - 150 ლარი. აღნიშნულ თანხებს აკლდება საშემოსავლოს 20%. 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments