მთავრობის განკარგულებით დმანისში 270 299 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება

მთავრობის  №1461-ე განკარგულებით დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ პანტანის მისასვლელი საავტომობილო გზის, მე-3 ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი, უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 195 740 ლარია. სამუშაობი ხელშეკრულების დადებიდან 45 დღეში უნდა დასრულდეს. 


ასევე მთავრობის განკარგულებით (№1404) მოხდება დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბაზაქლოს, ზემო კარაბულახის და გომარეთის ხიდების აღდგენა და ხევების გაწმენდა. აღნიშნული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 74 559 ლარია. დმანისის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაობი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. 


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments