გარდაბნის მე-3 საბავშო ბაღი კაპიტალური რემონტის მოლოდინშია - 10 სექტემბერი 2014

KKPRESS.GE

გარდაბნის მე-3 საბავშო ბაღში აღსაზრდელების მისაღებად ემზადებიან. აწესრიგებენ ინვენტარს, სხვადასხვა ნახატებით რთავენ და ღებავენ შენობის შიდა კედლებს. საბავშო ბაღის დირექტორი, მარინა ჩხუტიაშვილი ამბობს, რომ ბაგა-ბაღს 152 აღსაზრდელი ჰყავს. „ გვაქვს 5 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი. წელს მივიღეთ 38 ბავშვი, სამწუხაროდ მხოლოდ 2-3 წლიანების ჯგუფში, სხვაგან ადგილი არ გვქონდა. 

მსურველები ნამდვილად ბევრნი არიან. ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია ვინც სასწავლო წლის დაწყისში არ გამოცხადდება მის ნაცვლად სხვა რიგში მდგომი ჩავწეროთ", - საუბრობს, ჩხუტიაშვილი. ამბობს, რომ რაიონის ახალ გამგებელთან შეხვედრის შემდეგ „იმედიანადაა", რადგან დაპირდნენ, რომ მომავალ წელს მისი ბაგა-ბაღი კაპიტალურად გარემონტდება. 

ამ ეტაპზე ბაღის მხოლოდ 2 ჯგუფია გარემონტები. დანარჩენ ჯგუფებში არაა გამოცვლილი კარ-ფანჯრები, კედლები და ჭერი დაზიანებულია. მიუხედავად იმისა, რომ პერსონალი თავად უკეთებს შენობას კოსმეტიკურ რემონტს - კაპიტალური რემონტის საჭიროება ჯგუფეში სახეზეა. 

შენობის გარდა რაიონის ახალი ხელმძღვანელობისგან საბავშო ბაღის თანამშრომლები სახელფასო ფონდის გაზრდას ელიან. გვიხსნიან, რომ დღეისთვის აღმზრდელები ხელზე 295 ლარს იღებენ, ძიძიები კი 200 ლარს. 

ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე ...

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments