რუსთავში რეაბილიტირებულ საბავშო ბაღებს ათვალიერებენ, თუმცა ბაღის გარეშე დარჩენილ ბავშვებს ვერაფერს სთავაზობენ

KKPRESS.GE

რუსთავის თანამდებობის პირებს, უკვე ტრადიციად ექცათ ქალაქში რეაბილიტირებული საბავშო ბაღების ჯგუფების დათვალიერები. ამ მიზნით საბავშო ბაღებს 8 სექტემბერს რუსთავის მერი და რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სტუმრობდნენ. ასეთივე მიზნით რეაბილიტირებულ ჯგუფებს დღესაც - სტუმრობდა რუსთავის მერი, დავით ჯიქია და ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, ზვიად ძიძიგური.

მიუხედავად იმისა, რომ წელს რუსთავის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ჯგუფები დაემატა და საბავშო ბაღების ნაწილი გარემონტდა - ათობით აღსაზრდელი საბავშო ბაღის გარეშე დარჩა.

შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით რუსთავის მერი, დავით ჯიქია აცხადებს, რომ საჭიროა ახალი საბავშო ბაღების მშენებლობა, თუმცა როდის დაიწყება აღნიშნული პროცესი და კონკრეტულად რუსთავს, რამდენი საბავშო ბაღის დამატების საჭიროება აქვს უცნობია.

ქალაქში საბავშო ბაღებთან დაკავშირებული პრობლემა წლების განმავლობაში გროვდებოდა. აწ, უკვე ყოფილ საბავშო ბაღებს ფუნქცია აქვს შეცვლილი და სკოლამდელი ასაკის რუსთაველებს ვეღარ ემსახურება.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments