რუსთავში დაჭრილ ახალგაზრდებს ოპერაციები ჩაუტარდათ

KKPRESS.GE

16 სექტემბერს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ცივი იარაღით სამი დაჭრილი ახალგაზრდის მიყვანის ფაქტს, დაწესებულების დირექტორი პაპუნა ბახტაძე ადასტურებს. 

„ დაახლოებით 25-30 წლამდე ახალგაზრდები არიან. ჩაუტარდათ ოპერაციები, აღენიშებოდათ მუცლის ღრუს დაზიანებები. ჭრილობები არ იყო ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, თუმცა ზუსტავ ვერ ვიტყვი ცივ იარაღად რა იყო გამოყენებული. 
რამდენადაც გავიგეთ ახალგაზრდები ერთმა ადამიანმა დაჭრა. საბედნიეროდ, ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებს, „ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან" სატელეფონო საუბარში, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი. 



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments