ჰუმანურობა, თუ არაკვალიფიციური კადრების გადარჩენის მცდელობა - 10 ნოემბერი 2014

KKPRESS.GE

რუსთავის მერის განცხადებით, თვითმმართველობის თანამშრომლებს კონკურსის გავლა სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს, ან დეკემბრის დასაწყისში მოუწევთ. 

,, ტესტირების  დროს გადასალახი ზღვარი იქნება ისეთი, რომ მაქსიმალურად ყველამ შეძლოს მისი გადალახვა. მაგალითად სვანეთში იყო მაღალი ზღვარი და რეალურად, მხოლოდ სამმა ადამიანმა შეძლო ჩაბარება.

არ ვაპირებ ტირანული გადაწყვეტილების მიღებას, ზღვარი იქნება გონივრული - ამაზე შევჯერდებით კიდევ.


რაც შეეხება გასაუბრების ეტაპს კომისიას, არც მე და არც საკრებულოს თავმჯდომარე არ უხელმძღვანელებს, რადგან არ იყოს საუბარი მიკერძოებაზე.  ჩვენ მივმართეთ საკრებულოს, რათა კომისიას ჩემმა მოადგილემ, ნოდარ შეროზიამ უხელმძღვანელოს.
მოვიწვევთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. ჯერ არაა დაზუსტებელი მათი ვინაობა. გასაუბრების გადაღება ასევე არ არის გადაწყვეტილი, რადგან შეიძლება ადამიანს არ სურდეს გასაუბრების პროცესის გადაღება. ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული", - საუბრობს რუსთავის მერი, დავით ჯიქია.

ტესტირების ზღვარის შესახებ, მერის გამოთქმულ მოსაზრებებში ჰუმანურობის მომენტს ვერ ხედავს საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი, კახა გურგენიძე.  ,, ამ გადაწყვეტილებით ბატონი დავითი ცდილობს მაქსიმალურად გაუადვილოს მის მოყვანილ კადრებს ტესტირების გავლა. არ სურს მაღალი ზღვარის დაწესება, რადგან მათი კომპეტენციის იმედი არ აქვს. ცდილობს, გადამწყვეტი აღმოჩნდეს გასაუბრება და არა ტესტირება, სადაც სუბიექტივიზმი არაა გადამწყვეტი.  
ჩვენთვის ასევე, საინტერესო იყო რატომ ხელმძღვანელობს ამ კომისიას მისი მოადგილე ნოდარ შეროზია, რომელიც თავის საქმეში ნამდვილად კომპეტენტურია, თუმცა გაურკვეველია რა გამოცდილება აქვს ამ ადამიანს კადრების შერჩევის HR - ის კუთხით", - აცხადებს, გურგენიძე.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments