Saturday, November 29, 2014

,, მინდა გაბრიელს დაუყვედრებელი თავშესაფარი ჰქონდეს “ + (ვიდეო) - 27 ნოემბერი 2014

KKPRESS.GE

29 წლის ლამარა (ლალი) ბარათაშვილი მთავრობას დახმარებას სთხოვს. მეუღლესთან და წლინახევრის გაბრიელთან ერთად, რუსთავში მეგობრის ბინაში ცხოვრობს, საიდანაც რანდენიმე დღეში წასვლა მოუწევს. თავად პირველი ჯგუფის ინვალიდს ცერემბრალური დაბმლით მუშაობა არ შეუძლია. ოთახში გადაადგილებისთვის კედელს მიუყვება. ამბობს, რომ მეუღლეს არ აქვს მუდმივი სამსახური, პერიოდულად მუშაობს მშენებლობებზე მუშად, მან კი სპეციალური საჭიროების გამო -  ამქვეყანაში საკუთარი თავის რეალიზება ვერ შეძლო.

,, არასოდეს  მითხოვია ვინმესთვის რამე, თუმცა ახლა საკითხი ეხება ჩემ პატარა გაბრიელს, რომელიც შეიძლება ქუჩაში დარჩეს. ეს ბინა მეგობრისაა და ახლა მასაც სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენ გასვლა გვიწევს. წასასვლელი კი არსად გვაქვს.

ჩემი მეუღლე ძეგვის ბავშვთა სახლში გაიზარდა. მას არავინ ჰყავს გვერდში მდგომი. მე კი სხვა არაფერი დამრჩა, თუ არა მივმართო ხალხს და მთავრობას. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემი შვილი გულის მანკით დაიბადა. ის კეთილი ადამიანების უანგარო დახმარებით გადარჩა და ჯანმრთელია. სწორედ, ამიტომ მე მაქვს ადამიანების იმედი"- საუბრობს, ლალი ბარათაშვილი.

ამბობს, რომ ოჯახის ერთადერთი სტაბილური შემოსავალი მისი პენსიაა, რომლითაც შვილის გამოკვებას ცდილობს. რაც შეეხება, სოციალურ დახმარებას ამ დღეებში მიმართავენ სააგენტოს, თუმცა შესამოწმებლად მოსულ აგენტს - ვინ დახვდება აღნიშნულ მისამართზე რთული სათქმელია.

საკითხზე რუსთავის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ შეეცდებიან მაქსიმალურად დაეხმარონ ოჯახს. რაც შეეხება თავშესაფარს ამბობენ, რომ სამწუხაროდ, მათ არ აქვთ საბინაო ფონდი.

პ.ს აღნიშნული ოჯახი ცხოვრობს რუსთავის მე-11 მიკრო რაიონის მეტალურგთა საერთო საცხოვრებელში, სართული 6, სადარბაზო ცენტრალური. საკითხით დაინტერესებულ  პირებს მოგაწვდით ქალბატონი ლალის მობილურის ნომერს.

ინფორმაცია აღნიშნული ოჯახის შესახებ ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალს - KKPRESS" საქველმოქმედო ჯგუფმა ,,ნუგეშმა" მიაწოდა.
  


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

No comments: