რუსთავში გენდერის მედიაცენტრი იხსნება

KKPRESS.GE

21 ნოემბერს, 12:00 საათზე, რუსთავში, ბიზნეს-ცენტრ სასტუმრო ,,რუსთავის" შენობაში, გაიხსნება გენდერის მედიაცენტრი. ცენტრის გახსნაზე მოწვეული არიან ადგილობრივი ხელისუფლების, რუსთავის მაჟორიტარის ბიუროს, სამხარეო ადმინისტრაციის, ცესკოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლები.

გენდერის მედიაცენტრების გახსნის ინიციატორი არის „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის". ცენტრების გახსნის მიზანია მოხდეს არჩევნებში ჩართული მხარეების, მათ შორის მოსახლეობის, ინფორმირება გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზმების და მნიშვნელობის შესახებ.

გენდერის მედია ცენტრში მოსახლეობას, მედიას, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებ შეეძლებათ მიიღონ ინფორმაცია გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, გენდერის და არჩევნების, კონკრეტული ქალი კანდიდატების საარჩევნო პროგრამების და აქტივობების, მედიაში გენდერული თანასწორობის და ქალთა საკითხების გაშუქების სტანდარტების და წესების შესახებ.
ფოტოს წყარო: ლიბერალი




KKPRESS.GE

Comments