დმანისში სამეჯლისო ცეკვების კონკურსი გაიმართა


KKPRESS.GE

დმანისის მუნიციპალიტეტში სამეჯლისო სპორტული ცეკვების კონკურსი ,,დმანისის თასი 2014" - გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებული სამეჯლისო და სპორტული ცეკვების წრის ხელმძღვანელი - ნანა ანსიანი.
კონკურსში მონაწილეობდნენ: ,,დანსი"- ნანა ანსიანი; ,,მეგა თბილისი" - გვანცა ცოტძე; ,,თსუ მოდერნი" - მარი ოთიაშვილი; ,,დენს ჰაუსი" თბილისი - სოფო არჩვაძე; ,,დენს ფერედაისი" თბილისი - თეა ზარანდია, მონაწილეობა მიიღო 94 მოცეკვავემ და სამმა  ანსამბლმა, ასევე სტუდიების წამყვანმა მოცეკვავეებმა შეასრულეს საჩვენებელი ნომრები.

,, წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ და მედლებით დაჯილდოვდნენ ჩვენი დმანისელი ბავშვები: მარი ოქრიაშვილი, გიორგი ჯაგიევი, მარი ჯაგიევი, თიკა მუსხელიშვილი, მარი გირგვლიანი, ალეკო გირგვლიანი.  ასევე აღსანიშნავია ,,თსუ მოდერნის" გამოსვლა, ანსამბლმა დაიმსახურა მაყურებლის სიმპათია და გადაეცა თასი", - ისაუბრა კონკურსის ორგანიზატორმა, ნანა ანსიანმა.



KKPRESS.GE

Comments