რუსთავში მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება სჭირდება

kkpress.ge

ირინა გაბინაშვილი 35 წლისაა. უკვე 6 ვაჟის დედა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. მეუღლეს ოჯახში ძალადობის ფაქტების გამო დაშორდა და ახლა შვილების აღზრდა მარტოს უწევს. 

ალაგებს სასაფლაოებს, ქარგავს ხატებს და ცდილობს თავი გაართვას ოჯახის მართვას, რომელიც სიღარიბის ზღვარზეა. გაბინაშვილების სოციალური სარეიტინგო ქულა არის 1 000. იღებენ სოციალურ დახმარებას. ასევე, თითო ბავშვზე რუსთავის მუნიციპალიტეტი ყოველთვიურად 25 ლარით ეხმარებათ. 

ირინა ამბობს, რომ ამ დახმარების გარდა მათ აქვთ მუნიციპალური უფასო სასადილოთი კვების 4 ტალონი. ,, ბავშვები კარგი მჭამელები არიან და სამწუხაროდ, არ ყოფნით ეს ტალონები. ზოგჯერ გამოგვდის, დღეში1 ლიტრი ლობიო, რაც მათ არ ყოფნით. ასევე პრობლემა არის პურთან დაკავშირებით. სასადილოში მხოლოდ კვირაში ორჯერ ხდება 4 პურის გაცემა, დანარჩენ დღეებში არის 2 პური და 4 ბულკი.

ჩვენი ერთ-ერთი თხოვნაა ტალონების მომატება", - საუბრობს, ირინა გაბინაშვილი.
ოჯახში თავისი პირადი პრობლემა აქვს 4 წლის ლუკასაც. ის და მისი ბაღის ასაკის ძმა, საბავშო ბაღში ვერ მოხვდნენ. თუ რატომ, ამაზე ლუკას აქვს ერთსიტყვიანი კონკრეტული პასუხი - კომპიუტერი.

რუსთავში აღსაზრდელთა რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით ხდება და გაბინაშვილებმა მათი შესაბამისი ასაკის ორი ვაჟის რეგისტრაცია ვერ შეძლებს. 
,, ვცხოვრობთ ნაქირავებ სახლში, სადაც ყოველთვიურად ვხდით 250 ლარს. რეალურად დახმარება რასაც ვიღებთ ქირას ხმარდება. ასევე, თვეში 130 ლარის წალმები სჭირდება ჩემს შვილს, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. მას 3 წლის წინ შესაბამისი ოპერაციები გაუკეთდა. მუდმივად სჭირდება დიცონიდების და ამინოკაპრინების მიღება. გვჭირდება დახმარება, ძალიან რთულია ჩვენთვის თავის გატანა", - ამბობს, გაბინაშვილი. 

ყველაზე მცირე და ალბათ, ადვილად შესასრულებელი თხოვნა, რაც მათ ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ აქვთ - შეშას უკავშირდება. თბებიან შეშის ღუმელით. ქალბატონი ირინა ამბობს, რომ შეშა სასაფლაოდან ჩამოაქვს, თუმცა მათთვის საკმარისი მაინც არ არის. 

რუსთავის მუნიციპალიტეტს ოთხი კონკრეტული კითხვით მივმართავთ. დაეხმარება, თუ არა მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს ქირის გადახდაში, გაუზრდის თუ არა კვების ტალონებს, ჩარიცხავენ თუ არა ბავშვებს საბავშო ბაღში და მიუტანენ, თუ არა შეშას. 

მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ შეშის და ტალონების გაზრდის საკითხზე, შესაბამისი განცხადების დასაწერად გაბინაშვილს ხვალ მერიაში ელოდებიან.
აცხადებენ, რომ შეშით დახმარება არ იქნება პრობლემა, რაც შეეხება ტალონების გაზრდას ამბობენ, რომ ეს მოხერხდება მაშინ, როდესაც აღნიშნული პროგრამა ამის შესაძლებლობას მისცემთ. ასევე, დასძენენ რომ წამლების კუთხით ერთჯერადად შეძლებენ მის დახმარებას - იანვრის თვეში. რაც შეეხება ქირას, აცხადებენ რომ მუნიციპალიტეტს აღნიშნული ხარჯის გაწევის შესაძლებლობა არ აქვს.

პ.ს აღნიშნული ოჯახის საკონტაქტო ინფორმაცია  ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალს - KKPRESS" საქველმოქმედო ჯგუფმა ,,ნუგეშმა" მიაწოდა.
ფოტო მასალა იხილეთ  ბმულზე ..






kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments