დისკუსია საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ინსტრუმენტებზე + (ვიდეო) - 22 იანვარი 2015

,, სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება" - ამ სახელწოდების პროექტს ახორციელებს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) და ბრემენის უნივერსიტეტი.

პროექტის ფარგლებში დღეს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" დისკუსია გამართა, დაგროვებითი საპენსიო სისტემის და განვითარებული საფონდო ბირჟის, როგორც საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ინსტრუმენტებზე.


დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ: ეკონიმიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის ხელმძღვანელი, ოთარ ძიძიკაშვილი; საჯარო პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევარი, ანდრია ურუშაძე; ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ნიკოლოზ ქოიავა; საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი, გიორგი ფარესაშვილი. ღონისძიებაზე ფინანსური ინსტრუმენტების კონცეპტუალურ გეგმაზე ისაუბრა JSC Galt & Taggart გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კირტავამ.

პირველი თემა, რაც დაგროვებით საპენსიო სისტემას ეხებოდა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა შეკრებილი საზოგადოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო რეფორმის აუცილებლობაზე ყველა თანხმდებოდა, დაისვა კითხვები იმ რისკების შესახებ, რაც დაგროვებით პენსიას ახლავს ჩვენი ტიპის სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების მქონე ქვეყნისთვის. სადავო აღმოჩნდა ვადებთან დაკავშირებული საკითხიც.

,, საპენსიო რეფორმის ფარგლებში პირველი შენატანების გაკეთება, ჩვენი გეგმებით 2017 წლის იანვარში უნდა დაიწყოს", - საუბრობდა საპენსიო რეფორმის სამსახურის ხელმძღვანელი. მოწვეული ექსპერტები კი საზოგადოებას ამ კუთხით სხვა ქვეყნების და მათ შორის, ჩვენი მეზობელი სომხეთის გამოცდილებას უზიარებდნენ.


აცხადებდნენ, რომ რეფორმა უნდა ითვალისწინებდეს არსებული საპენსიო სოციალური სისტემიდან დაგროვებითზე გადასასვლელად - მოსამზადებელ ეტაპებს. დისკუსია შეეხო საპენსიო ფონდებს, მათ მუშაობასთან დაკავშირებულ  და ევროვნულ ვალუტაში გაკეთებული შენატანების სამომავლო რისკებს. ღონისძიებაში მონაწილე ერთ-ერთი მკვლევარის, ანდრია ურუშაძის მოსაზრებებს ვიდეო ფორმატით გთავაზობთ.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments