,,პირდაპირი შეხება რუსთავთან არ მქონია“ - რუსთავის მერის ახალი მოადგილე

მამუკა ტერაშვილი რუსთავის მერის პირველ მოადგილედ, რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. შეცვალა აწ, უკვე ყოფილი მოადგილე, გიორგი ტაბატაძე - რომელმაც თანამდებობა უხმაუროდ დატოვა.

კითხვაზე რა შეხება ჰქონია ჩვენ ქალაქთან პასუხობს:

,, 1992-2014 წლის მარტის ჩათვლით ვმუშაობდი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. პირდაპირი შეხება არ მქონია რუსთავთან, თუმცა ჩემთვის ცნობილი იყო, რომ რუსთავი ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიული ქალაქია, როგორც ქვეყნის ასევე საბჭოთა კავშირის მასშტაბით", - საუბრობს ტერაშვილი.


ბატონი მამუკა, სიტყვაძუნწი რესპოდენტია, ან ჯერ ბევრი არაფერი აქვს სათქმელი.
,, მთავარ გამოწვევებს რაც შეეხება ვფირქობ, რომ ყველა ქალაქში ერთიდაიგივე პრობლემებია. ცხადია არის სპეციფიკური განსხვავებებიც. ამ ეტაპზე ვიტყვი, რომ სოციალური სფერო არის დასახვეწი. ბევრი საკითხია კიდევ და ეს საუბარი შორს წაგვიყვანს", - საუბრობს ტერაშვილი. ,,ჩაკითხვის" მეთოდის გამოყენების მიუხედავად, თემაზე ამაზე ვრცელ კომენტარს ვერ ვიღებთ.

თავაზიანი ფორმით დასმულ კითხვას, როგორ მოხვდა ქალაქის პრობლემატიკის არ მცოდნე თბილისელი კადრი აღნიშნულ თანამდებობაზე პასუხობს, რომ ის რუსთავის მერმა შეარჩია.

,, ბატონ დავით ჯიქიასთან მქონდა პირდაპირი შეხება. ის ეძებდა ადამიანს, რომელიც არის ფინანსურ საკითხებში გამოცდილი და ჩათვალა, რომ მისაღები კანდიდატი ვიყავი. მე, მასთან მხოლოდ ნაცნობობა მაკავშირებს, საქმიანი ურთიერთობა ამ დრომდე არ გვქონია", - დასძენს, რუსთავის მერის პირველი მოადგილე.

არაოფიციალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ის ცენტრალური მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტისთვის თავსმოხვეული კადრია - ცხადია, არ ადასტურებს. ამბობს, რომ მთავრობაში შეხება არავისთან ჰქონია გარდა იმ თანამდებობის პირებისა, რომლებიც მისი უშუალო ხელმძღვანელები იყვნენ. ასევე, კომენტარს აკეთებს ქალაქში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მმართველმა წრეებმა რუსთაველების არჩეული მერის გადარჩევის სურვილი გამოთქვეს და ტერაშვილი მალე - მერის მოვალეობის შემსრულებლად მოგვევლინება.

,, მე განცვიფრებული ვარ ამ ინფორმაციებით. გამოვრიცხავ ჩემი ხმრიდან ამას. ვფიქრობ, რომ რუსთავის მერი რუსთაველი უნდა იყოს, რადგან ადგილობრივმა უფრო იცის ქალაქის მაჯის ცემა", - აცახდებს, მამუკა ტერაშვილი. კითხვაზე, ეს შეხედულება მოადგილეებზე, თუ ვრცელდება?.. ამბობს, რომ თუ ჩვენ ვთვლით, რომ მოადგილეებიც რუსთაველები უნდა იყვნენ - შეგვიძლია ეს საკითხი დავაყენოთ.

საუბრისას გენდერული კუთხით, რატომ არ მოხდა ბალანსის დაცვა და რატომ არ ჰყავს მერს არც ერთი ქალბატონი მოადგილე ამბობს, რომ მათ ჰყავთ ქალი სამსახურის ხელმძღვანელები და ზოგადად ეს საკითხი მისი გადასაწყვეტი არაა. 



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments