რუსთავის მერიის გადაწყვეტილება: უპატრონო ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაცია-ვაქცინაცია - 31 მარტი 2015



უკვე თვეებია რუსთავის მერია დილემის წინაშე დგას. ქალაქში უპატრონი ძაღლების მომრავლების გამო მოსახლეობა ჩივის, მეორე მხრივ კი ცხოველთა უფლებადამცველი ადამიანები - მათ მიმართ მაქსიმალურ ჰუმანურ მოპყრობას მოითხოვენ.

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ მათ გამონახეს ჰუმანური გზა. ,, ჩვენ ვფიქრობთ თავშესაფრის მოწყობაზე სამომავლოდ, თუმცა ამას საკმაო თანხები და დრო სჭირდება. ახლა კი, რადგან გაზაფხული დაიწყო და ეს პრობლემაც მაქსიმალურად სწრაფადაა მოსაგვარებელი - ვირჩევთ ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაცია-ვაქცინაციის მეთოდს. ამის შემდეგ ცხადია მოხდება მათი თავიანთ ადგილას დაბრუნება. დაახლოებით წლის ბოლომდე 1 000 ძალის სტერილიზაცია-კასტრაცია-ვაქცინაცია მოხდება.

ახლა უკვე ვფიქრობთ აღნიშნული სამუშაოს შემსრულებელზე. გვაქვს ორი ვარიანტი, ან შესაბამის ტენდერს გამოვაცხადებთ, ან მერიის სამსახური, სადაც მოხდება შესაბამისი სპეციალისტების დამატება - შეითავსებს აღნიშნულ საქმეს.

ყველაფერი მოხდება ჰუმანური გზით"- საუბრობს, რუსთავის მერის მოადგილე, ნოდარ შეროზია.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments