რუსთავში 3 საბავშო ბაღის ენერგოეფექტურობის სტანდარტებით რეაბილიტაცია მოხდება - 18 მაისი 2015


საქართველოდან ენერგოეფეტურობის თემაზე ევროკომისიაში შესული, მხოლოდ ერთი პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტი რუსთავის სამი საბავშო ბაღის, ენერგოეფეტურობის მაღალი სტანდარტებით, რეკონსტრუქციას გულისხმობს.
პროექტის შესახებ, დღეს საწყისი/საინფორმაციო შეხვედრა რუსთავის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

,, მოხდება რუსთავის მე-6-ე,40-ე,41-ე საბავშო ბაღების რეაბილიტაცია, ცენტრალური გათბობის, მეტალო-პლასტმასის ფანჯრების, ენერგოეფეტური ნათურების, მზის კოლექტორის მონტაჟით და ყველა გარე კონსტრუქციის დათბუნებით.

 აღნიშნული პროექტი მოვამზადეთ ჩვენ ,, მდგარი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრმა" რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. პროექტის ღირებულების 79.94%-ს ევროკავშირი იხდის, დანარჩენს კი რუსთავის მუნიციპალიტეტი," - საუბრობს   ,, მდგარი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრის"  ხელმძღვანელი, კარინა მელიქიძე.
პროექტის სართო ღირებულება 808 765 ევროა. აქედან, ევროკავშირის წილი 646 27 ევროა, რუსთავის მუნიციპალიტეტის კი 162 238 ევრო. პროექტი 1 აპრილს დაიწყო და ორი წელი გაგრძელდება.  

რუსთავის მერის დავით ჯიქიას განცხადებით, მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზადაა მსგავს წამოწყებებში ჩაერთოს და დონორი ორგანიზაციების დახმარებით განახორციელოს პროექტები.


ენერგოეფექტურობის კუთხით რუსთავმა, რამდენიმე თვის წინ სხვა პროექტიც განახორციელა. რაც ქალაქის ცენტრალურ პარკში ტბის გარშემო განათების არსებული მოძველებული სისტემის ენერგოეფექტური, შუქდიოდური განათებით შეცვალას გულისხმობდა.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments