9 მაისი რუსთავში - 09 მაისი 2015

ფაშიზმზე  გამარჯვების დღე რუსთავშიც აღნიშნეს. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს დღესასწაული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ომის ვეტერანებს საჩუქრები და მედლები გადასცეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავში მცხოვრებ ვეტერანებს მერიის  ფულადი საჩუქარი პირად ანგარიშზე დაერიცხებათ.
ღონისძიებაზე მოვიდნენ კავშირი ,,როდნიკის" წევრებიც. მათ გეორგევსკის ლენტებით მორთული გვირგვინი ,,მარადიული ცეცხლის" წინ მიიტანეს. საუბრობდნენ ერთმორწმუნე რუსეთის და საქართველოს ,,ისტორიულ მეგობრობაზე."


,,თუ ისევ ისტორიას დავუბრუნდებით - თქვენ ნახავთ, თუ რამდენი სამეფო გვარის ქართველი გენერალი მსახურობდა რუსეთის ჯარში. ეს არის სიამაყე. მე ცოტა ხნის წინ წავიკითხე ინტერნეტში, რომ  ქართველები ამაყობენ რუსული ცივილიზაციისადმი კუთვნილებით. 

გენერლებზე, რომ ვსაუბრობ ვგულისხმობ ბაგრატიონს. ის, ხომ არავის გადაუცია ანათემაზე. ასევეა სტალინიც - იგი საერთოდ იყო გიგანტი აზროვნების. ერთმორწმუნე ორი ერის მეგობრობის შეურაცხყოფის უფლება არავის აქვს" - გვპასუხობდა, კითხვაზე როგორ ხედავს საქართველო-რუსეთის მომავალ ურთიერთობებს, ,, როდნიკის" ხელმძღვანელი, ვერა კუზნიცოვა.

პ.ს ცნობისთვის, ერთმორწმუნე რუსეთის წყალობით - დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ათასობით დაღუპული სამხედრო/სამოქალაქო პირი და 400 000 მეტი უსახლკაროდ დარჩენილი დევნილი ჰყავს.

მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments