ყვითელ სამარშუტოებს კონდენციონერის ჩართვას კარღიად მოძრაობა ურჩევნიათ + (ვიდეო) - 01 ივნისი 2015


გასულ წელს რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანაზე ტენდერი გამოცხადდა. რუსთავის მუნიციპალიტეტი აცხადებდა, რომ სფერო მოწესრიგებას  საჭიროებს. აღნიშნულის შედეგად კი მძღოლი კარგ  სამუშაო პირობებს, მგზავრი კი კომფორტულ მგზავრობას შეძლებს. ტენდერში კომპანია ,,ინტერტრანსმა" გაიმარჯვა. გახდა რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი ერთადერთი კომპანია.
პირველი პრობლემა, რაც ზაფხულის დადგომასთან ერთად წელს, ისევე როგორც გასულ წელს დადგა - ეხება კონდენციონერის საკითხს.
მძღოლების ნაწილი მგზავრთა თხოვნის მიუხედავად არ რთავს კონდენციონერს. ზოგიერთი მათგანი კი გასაგრილებლად დამატებითი საწვავის დახარჯვას,  კარღიად მოძრაობას ამჯობინებს.

,, ეგ პრეტენზიები ჩვენთან არ უნდა დააყენებოთ. რა ვქნათ ძვირია სალიარკა. გვაქვს ათასი ხარჯი" - ასე პასუხობდა მძღოლი მგზავრის პრეტენზიას. შემდეგად კი ქალაქის ნაწილი კარღია მდგომარეობაში გაიარა. გადაღება მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა კარღია ყვითელი სამარშუტო, მშვიდი მზერით გააცილა.

კონდენციონერებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" გასულ წელსაც წერდა: სიცხისგან შეწუხებული რუსთაველები დაპირებულ კომფორტს ითხოვენ - 17 ივნისი 2014
პ.ს ვიდეოს გამოქვეყნების მიზანი არ არის ამ მძღოლის დასჯა, რომელიც ისევე წუხდება სიცხისგან, როგორც მგზავრები. პირები რომლებიც პასუხისმგებლები არიან  მგზავრებზე  და მძღოლებზე (მიუხედავად იმისა, რომ თავად არ დადიან სამარშუტოებით) უნდა ზრუნავდნენ - ორივე კატეგორიისთვის ადამიანური პირობების შექმნაზე.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments