არჩევნებში მონაწილეობა საარჩევნო ხმის უფლების მქონე გარდაბნელთა 33,13%-მა მიიღო - 29 იანვარი 2016

მუნიციპალიტეტის გამგებლის ასარჩევად, საარჩევნო უბნებთან ხმის უფლების მქონე გარდაბნელთა 33,13% მივიდა.
ცესკოს ინფორმაციით, წინასწარი შედეგები ყველა უბნის მიხედვით ასე გამოიყურება: ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა ხმების 29,85% (6,851 ამომრჩეველი) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების" კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა - 70,15% (16,104 ამორმჩეველი).
გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 13 საჩივარი, რომლებიც პროცედურულ საკითხებს ეხება.


ფოტოს წყარო: civil.ge
ინფორმაციის წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია




KKPRESS.GE

Comments