ქვემო ქართლში საშეშე მერქნის სოციალური ჭრის საკითხზე შენიშნვები აქვთ + (ვიდეო) - 03 მარტი 2016


ქვემო ქართლის გუბერნიაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ექვს განსახილველ საკითხს შორის იყო ხე-ტყის ,,სოციალური ჭრის" და გაცემის საკითხი. თემაზე მომხსენებელმა  ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელმა ეზეკი ინწკირველ-ჩხეიძემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტების ნაწილს არ აქვთ ათვისებული ზამთრის პერიოდში მოსახლეობისთვის განკუთვნილი საშეშე მერქნის ნაწილი. კონკრეტულად კი ასახელებდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, სადაც მისი სამსახურის ინფორმაციით გამოუყენებელი დარჩა 5 ათასი კუბი შეშა. ასევე დასძენდა, რომ 2 ათასი კუბი დარჩა დმანისის მუნიციპალიტეტს.
აღნიშნულ განცხადებას სხდომაზე თეთრიწყაროს გამგებელი ბესიკ წიკლაური  გამოეხმარა. წიკლაური აცხადებდა, რომ შეშით დატვირთული მანქანები მისი მუნიციპალიტეტიდან მარნეულში მიდის და ამაზე რეაგირება არ ხდება. დასძენდა, რომ ასეთი ვითარების გამო - დღეს მუნიციპალიტეტში არის სოფლები (ერთ-ერთი წინწყარო) სადაც მოსახლეობის ნაწილმა კუთვნილი საშეშე მერქნის გამოყენება ვერ შეძლო.


p.s  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქვემო ქართლის რეგიონში მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება ახალი არაა. ისმის შენიშნვები იმასთან დაკავშირებით, რომ არის შემთხვევები, როდესაც  საშეშე მერქნის  ,,სოციალური ჭრის" ფარგლებში ნებართვა გაიცემა ტყის იმ მონაკვეთზე სადაც მისასვლელი არაა და ტრანსპორტით მისი გამოზიდვა შეუძლებელია.  ასევე ერთ-ერთი შენიშნვა რაც ამ საკითხზე არსებობს იმ სოფლებიდან ისმის, სადაც ტყეკაფები ახლოსაა, თუმცა ტერიტორიული სიახლოვის მიუხედავად, მათზე ადრე, აღნიშნულ მონაკვეთზე არსებულ საშეშე მერქანს სხვები ითვისებენ - მათ კი უწევთ სარგებლობა უფრო შორ მანძილზე არსებული ტყეკაფებით.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments