პარტიზანული მებაღეობა: ,, ჭადრის ასეთი გადაბელვა არის დამღუპველი და სრულიად არასაჭირო ღონისძიება“ - 05 მაისი 2016

სამოქალქო მოძრაობა ,,პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენელი, ნატა ფერაძე აცხადებს, რომ რუსთავის კოსტავას გამზირზე ჭადრის ხეების გადაბელვა - გარემოსთვის საზიანო ღონისძიებას წარმოადგენს.
,, ის, რომ 40 წელი ასე ხდებოდა ხეების გადაბელვა არ ნიშნავს იმას, რომ ახლაც იგივე გაკეთდეს. დარგი წინ არის წასული და მრავალი საკითხი და მიდგომაა ამ დროისთვის შეცვლილი.
ჩვენ გავაცანით ამ კუთხით არსებული სტანდარტები რუსთავის პარტიზანებს, რომელბიც ქალაქის გამწვანებაში აქტიურად არიან ჩართულები. გეტყვით, რომ ხეების გადაბელვა არის მიღებული პრაქტიკა, თუმცა მას აქვს თავისი დრო და წესები. ამასთან ერთად არის ხეები, როგორიც ჭადარია, რომელსაც გადაბელვა არ სჭირდება. ის რაც რუსთავში მოხდა, ჭადრის ასეთი გადაბელვა არის დამღუპველი და სრულიად არასაჭირო ღონისძიება. ამით არ ხდება ჭადრის განახლება. ამით ჭადარი კარგავს თავის სარგებელს - აღარ იძლევა საჭირო ჩრდილს, ვერ აწარმოებს ჟანგბადის საკმარის წმენდას. გამართლებულია, მხოლოდ ჭადრის დაზიანებული ტოტის გადაბელვა და ინდივიდუალური მიდგომა" - საუბრობს სამოქალაქო მოძრაობა ,,პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენელი ნატა ფერაძე.

ხეების გადაბელვის შესაჩერებლად რუსთავის კოსტავას გამზირზე გუშინ აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტმა აღნიშნული გადაბელვითი ღონისძიებების ჩატარება, გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობის დროს დაიწყო.
რუსთავის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ გადაბელვა ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ ფორმით 3 წელიწადში ერთხელ ხდება და მათთვის გაუგებარია, ამ საკითხზე პროტესტი ახლა რამ გამოიწვია. ასევე, დასძენენ რომ ხეების გადაბელვა მოსახლეობის ნაწილის პროტესტის მიუხედავად გაგრძელდება.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments