Wednesday, May 18, 2016

რუსთავის თვითმმართველობაში გაცემული პრემიები ნახევარ-მილიონ ლარს აღემატება


მეორე მცდელობის შემდეგ რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლებისგან - 2015/16 წლებში გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციას სრულად ვიღებთ. ამჯერად მუნიციპალიტეტმა საჯარო ინფორმაცია ვადების დაცვით გასცა.

მოწოდებული მონაცემის თანახმად 2015 წელს, საერთო ჯამში, რუსთავის მერს დავით ჯიქიას პრემიებისა და დანამატების  სახით მიღებული აქვს 28 600 ლარი. იმ თვეების უმეტესობაში, სადაც მერს არ აქვს აღებული პრემიები გამოწერილი აქვს დანამატები. კონკრეტულად კი 2015 წელს აღებული აქვს 8 დანამატი და 4 პრემია. ერთადერთი გამონაკლი არის 2015 წლის დეკემბერი, როდესაც დავით ჯიქიამ საახალწლოდ პრემიაც მიიღო და დანამატიც.


რუსთვის მერის მსგავსად, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძეს ასევე აღებული აქვს 2015 წელს, საერთო ჯამში, პრემიებისა და დანამატების  სახით 28 600 ლარი. მის შემთხვევაშიც იმ თვეების უმეტესობაში, სადაც ჯიქიას მსგავსად, არ აქვს აღებული პრემიები -  გამოწერილი აქვს დანამატები. კონკრეტულად კი 2015 წელს აღებული აქვს 8 დანამატი და 4 პრემია. ერთადერთი გამონაკლისი არის 2015 წლის დეკემბერი, როდესაც მასაც საახალწლოდ პრემიაც აქვს  მიღებული და დანამატიც.
რაც შეეხება 2016 წელს, მარტის თვის ჩათვლით, პრემიებსა და დანამატებზე ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით, ორივე თანამდებობის პირს ერთნაირი შედეგი აქვს. ქალაქის მერს 2016 წლის იანვრიდან-მარტის ჩათვლით არებული აქვს ერთი პრემია - 2750 ლარის ოდენობით და 3 დანამატი, რომლის საერთო ოდენობაც - 6 600 ლარია. იგივე შედეგი აქვს საკრებულოს თავმჯდომრე დავთ მაღლაკელიძესაც, წელს მან პრემია/დანამატებში მარტის თვის ჩათვლით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან საერთო ჯამში, ჯიქიას მსგავსად 9 350 ლარი მიიღო.

აქვე ინფორმაციისთვის, აღნიშნული თანამდებობის პირების ხელფასი თვეში 2 750 ლარია. ემსახურებათ სამსახურეობრივი ავტომობილები. ბიუჯეტი ფარავს მათ საწვავის ხარჯებს.

მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე გაცემულია 599 625ლარი პრემია და 364 985 ლარის დანამატი. 2016 წელს კი მარტის ჩათლით 200 615 ლარის პრემია და 78 981 ლარისდანამატი.
ფოტო: რუსთავის მერიის და საკრებულოს სოციალური ქსელები.


მანონ ბოკუჩავა


k
kpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

No comments: