თეთრიწყაროს გამგებელმა 2015 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა +(video) - 27 ივნისი 2016

26 ივნისს თეთრიწყაროს გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა,  2015 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა. გამგებლის ანგარიშში მუნიციპალიტეტში შესრულებული და 2016 წლისთვის დაგეგმილი პროექტები შევიდან.
წიკლაურის გამოსვლამდე, ანგარიშის განხილვა ორგანიზაცია ,,მწვანე კავკასია"-ს წარმომადგენელმა გიორგი აბულაძემ გახსნა. აბულაძე აცხადებდა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეთრიწყაროში გამგებელი ანგარიშსს მოსახლეობას აბარებს.



მიუხედავად იმისა, რომ მართლაც თეთრიწყაროს რეალობისთვის ასეთი მოვლენა უჩვეულო იყო, დარბაზში ხალხის სიმცირე თვალშისაცემი აღმოჩნდა. ,, გახლდით სხვადასხვა დაწესებულებებში. ადგილზევე ვუპასუხეთ მათ კითხვებს და ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნულ განიხლვაზე. მიზეზი მათი არ მოსვლის არის ის, რომ აქ, წლების განმავლობაში იყო უძრაობა. აქვთ კვლავ, გარკვეულ წილად, უიმედობის განცდაც - მიუხედავად იმისა, რომ პრობლემების 80% მოვაგვარეთ, რაც მათ მიერ წინასაარჩევნოდ დავპირდით.

KKPRESS.GE ასევე დაინტერესდა სოფელ ასურეთში საბავშო ბაღის მშენებლობის საკითხით. კითხვაზე, როდის ექნება ასურეთს ახალი სკოლამდელი დაწესებულება ბესიკ წიკალური პასუხობს:

,, როგორც კი ჩაგვერიცხა თანხა ასურეთში საბავშო ბაღის მშენებლობისთვის, გავმართეთ რიგგარეშე სხდომა და მალევე გამოვაცხადეთ ტენდერი. 16 კანდიდატი იყო სამუშაობის შესრულებაზე, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული მაინც ვერ გამოვლინდა. გამოიკვეთა კომპანიების მიერ საჭირო დოკუმენტაციების წარმოდგენის პრობლემა. შესაბამისად, საკითხი დროში გაიწელა. ახლა უკვე გვყავს გამარჯვებული და უახლოეს დღეებში დავდებთ ხელშეკრულებას.

განხილვაზე, ადგილობრივებმა სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით პასუხისმგებელ პირებს კითხვებით მიმართეს. 



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments