Wednesday, June 22, 2016

მარნეული - პარტიების წინასაარჩევნო სამზადისი

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი KKPRESS.GE" იწყებს რეგიონში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გაშუქებას. ამჯერად მკითხველს მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ორი პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციებს გავაცნობთ. ამავე ფორმატით სხვა პარტიების წარმოჩენაც მოხდება.

ისრაფილ ბაირამოვი მარნეულში პარტია ,,პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. საუბრობს, რომ პარტიას ამ დროისთვის მარნეულში 230 წევრი ჰყავს და მოქალაქეების გაწევრიანება ყოველდღიურად ხდება.

,, ჩვენი რეგიონული ოფისის გახსნას 1 500 ადამიანი ესწრებოდა. ამ მხარეში აქამდე კარგად არ იცნობდნენ ბატონ პაატა ბურჭულაძეს. მასთან შეხვედრის მერე გაუჩნდათ ინტერესი პარტიის მიმართ, აქტიურად ეცნობიან მის გამოსვლებს. მოგეხსენებათ ჯერ არ გვაქვს პარტიული ნომერი და ბეჭდური სახით ჩვენი პროგრამა ამის გამო არაა წარმოდგენილი. ნომრის მიღების შემდეგ ყველა საჭირო მასალა მომზადდება.


გვყავს წარმომადგენლები სოფლებში. ვიცით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის განწყობები. ისევე, როგორც მთელ საქართველში აქაც უმუშევრობა არის მთავარი პრობლემა. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ როდესაც ესა თუ ის სასოფლო სამეურნეო კულტურა ადგილობრივებს გასაყიდად გააქვთ, სწორედ, მაშინ ხდება უცხოეთიდან მსგავსი სასოფლო სამეურნეო კულტურის შემოტანა. რაც რთულ მდგომარეობაშო აყენებს ადგილობრივებს. ამ საქმეში აუცილებელია ყურადღება გამოიჩინოს ხელისუფლებამ. ასევე არსებობს სხვა პრობლემები. მომრავლდა ჩვენ მუნიციპალიტეტში ტოტალიზატორები. ახალგაზრდებს არ აქვთ გასართობი ადგილები"- საუბრობს ისრაფილ ბაირამოვი.


,, დაახლოებით 20-30 ადამიანს, რომელიც ესწრებოდა ჩვენი ოფისის გახსნას და იჩენდა ინტერესს ჩვენი პარტიის მიმართ უთხრეს, რომ პრობლემები შეექმნებოდათ. მე ვერ გეტყვით მათ გვარებს, რადგან თავად არ სურთ ამ საკითხზე საუბარი. მაინც არის შიშის ფაქტორი შემოჩენილი" - დასძენს  ,,პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიის მარნეულის ოფისის ხელმძღვანელი.

პოლიტიკურ ოპონენტებზე რაიმე სახის ზეწოლას გამორიცხავენ ,,ქართული ოცნების" მარნეულის ორგანიზაციაში. ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი ამირან გიორგაძე სატელეფონო საუბარში გვიხსნის, რომ დაკავებულია და უმჯობესია აღმასრულებელი მდივანი ჩავწეროთ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გიორგაძე სხვადასხვა მიზეზით ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან KKPRESS.GE" არ თანამშრომლობს.

გელენიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა მარნეულში არ ხდება. დასძენს, რომ პარტია არ აპირებს მიბაძოს სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს.

ეს განაპირობა იმან, რომ ბევრი რამ გაკეთდა სოფლის მეურნეობის კუთხით. მოხდა მოსახლეობის დახმარება ხვნა-თესვაში, რაც დიდი შეღავათი იყო მათთვის. ასევე ჯანდაცვის სისტემამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ როდესაც ადამიანი ავად ხდება აღარაა საჭირო მის გადასარჩენად სახლ-კარის გაყიდვა. ასეთ ადამიანებს სახელწიფო თავად ეხმარება. ეს მნიშვენლოვანი საქმეები გაკეთდა, თუმცა მათი პიარი ნაკლებად მოხდა, მაგრამ ხალხი მაინც ბრძენია და ყველაფერს ხედავს" - საუბრობს ,,ქართული ოცნების" მარნეულის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი.
აცხადებს, რომ საარჩევნი პროცესებში არ არიან ჩართული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და ვერავინ დაადასტურებს ფაქტებით იმას, რომ მათზე მარნეულში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა ხდება.


No comments: