მუნიციპალიტეტების მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებზე საინფორმაციო შეხვედრები იმართება - 08 აგვისტო 2016

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, „ქვემო ქართლის პრესა/KKPRESS" ახორციელებს პროექტს: „ ინფორმაცია მოდის შენს სოფელში - რეგიონული მედია მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერისთვის." 

პროექტის ფარგლებში გამოიცა ქართულ-აზერბაიჯანული  (რვა გვერდიანი, ტირაჟი 500) გაზეთი „ქვემო ქართლი," რომელიც ვრცელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

აგრეთვე თვითმმართველობის კოდექსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის, 8 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში, ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა. ღონისძიების მომხსენებელმა, დოქტორანტმა საჯარო მმართველობის საკითხებში (რევაზ ეგაძე) თამარისის მაცხოვრებლებს მიაწოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებზე. შეხვედრის ნაწილი, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივების მხრიდან დასახელდა სოფლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ამბულატორიაში ბუნებრივი აირის უქონლობას უკავშირდება. დაისახა პრობლემის მოგვარების სამართლებრივი გზები.



პროექტის პარტნიორმა, მარნეულის გამგეობამ უზრუნველყო ღონისძიებისთვის კულტურის სახლის დარბაზის დათმობა. აგრეთვე მუნიციპალიტეტი პროექტში ჩაერთო, როგორც მაკავშირებელი რგოლი არასამთავრობო ორგანიზაციასა და ადგილობრივ თემს შორის.




KKPRESS.GE

Comments