media.ge-ს რედაქტორი: „ ჯერ კისერში მწვდა, შემდეგ ხელში და კამერა გამითიშა“ - 18 აგვისტო 2016

დავით მჭედლიძე media.ge-ს რედაქტორი, ამ წუთებში აქვეყნებს ვიდეო მასალას, რომელიც პროფესიული საქმიანობის დროს გადაიღო.

„დამირეკეს და მითხრეს, რომ რუსთავის გაგარინის ქუჩის ერთ-ერთი შენობიდან ხდებოდა, სავარაუდოდ, უკანონოდ შესული მოქალაქეების გამოსახლება. ადგილზე, რომ მივედი დაბლა პოლიცილები იდგნენ თავისთვის. დავიწყე მუშაობა, რამდენიმე ფოტო გადავიღე. შემდეგ ავედი ზევით. მალევე გაირკვა, რომ ადგილი ჰქონდა ერთი ფართის გამო მოქალაქეებს შორის დავას. მითხრეს, რომ ოთახში იმყოფებოდნენ ეს მოდავე მხარეები, პოლიციელები და სხვა პირებიც. თავიდან, რომ შევაღე კარი ამ ახალგაზრდამ არ ვიცი საპატრულოს თანამშრომელი იყო, კრიმინალურის, თუ ვინ იყო  - ხელი მკრა აქედან დაახვიე-ო, მსგავი სიტყვები მიწოდა. მე ეგრევე ვუთხარი ჟურნალისტი ვარ-მეთქი, მაგრამ გამომაგდო. შემდეგ უკვე ჩავრთე კამერა და ისე შევედი.


ვიდეოშიც ჩანს, რომ ამჯერადაც აგრესიულია და გადაღებაში მიშლის ხელს. ჯერ კისერში მწვდა, შემდეგ ხელში და კამერა გამითიშა. ნახევარი-საათი ვარკვევდი მის ვინაობას, მაგრამ იქ მდგომი არც ერთი შსს-ს თანამშრომელი არ მპასუხობდა, შემდეგ იმ ოთახიდან ყველანი გამოვიდნენ და მხოლოდ ის დატოვეს.

ვაპირებ მივმართო უფლებადამცველ ორგანიზაციებს. ვთვლი, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს" - აცხადებს, დავით მჭედლიძე.

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE" სოლიდარობას უცხადებს კოლეგას და მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს დროულად გამოიძიონ მომხდარი.

მანონ ბოკუჩავა

KKPRESS.GE

Comments