აქციის მონაწილეებმა ღამე უნივერსიტეტთან გაათენეს/The participants of the rally spent the night near the university
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ღამე გაათენეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, სადაც ოპოზიციამ კარვები გაშალა. დემონსტრანტები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. გადაკეტილია ვარაზისხევი და ჭავჭავაძის გამზირი.
ადგილზე ამ დროისთვისაც კარვები კვლავ გაშლილია.
“თავისუფლება ავიღოთ ხელში” ეს და ამ სულისკვეთების ბანერებით არის ტერიტორია მოცული. აქციაზე იმყოფებიან ახალგაზრდები, ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. “ეს იყო წინააღმდეგობის აქტი” ასე უწოდა აქციას, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.
ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ დღეს 19:00 საათზე გააცნობენ საზოგადოებას შემდეგ მოქმედებებს.
QvemoQartli.ge
The participants of the protest rally spent the night near the first building of Tbilisi State University, where the opposition pitched tents. Demonstrators call the results of parliamentary elections falsified and demand re-elections. Varaziskhevi and Chavchavadze avenues are closed.
At the moment, the tents are still on the ground.
"Let's take freedom in our hands" and the banners of this spirit are covering the territory. Young people, oppositionists, representatives of non-governmental organizations and various fields are present at the rally. "It was an act of resistance" is how Nika Melia, one of the leaders of the opposition, called the rally.
The oppositionists say that today at 19:00 they will inform the public about the following actions.
QvemoQartli.ge
Comments